სწავლა

საბერძნეთის უნივერსიტეტებში სწავლის თავისებურებანი

მკითხველისთვის ცნობილია, რომ საბერძნეთში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სწავლა უფასოა, რაც მოქალაქეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამავე დროს, საინტერესოა, რამდენად ხარისხიანია სწავლების პროცესი და რა თავისებურება ახასიათებს ბერძნული უმაღლესი განათლების სისტემას. მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტების რეიტინგის დათვლას რამდენიმე ორგანიზაცია დამოუკიდებლად ახორციელებს და ამ საქმისთვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ამ რეიტინგებს […]

საბუთები, რომლებიც დაგჭირდებათ საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ნიმუშები)

საბერძნეთში კონსტიტუციით განსაზღვრულია უფასო განათლების უფლება, რომელიც ეხება როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე უცხოელებს, ვინც ბერძნული განათლების მიღებას გადაწყვეტს. კერძოდ, უფასოა დაწყებითი და საშუალო განათლება, აგრეთვე, უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი). მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლა ფასიანია, თუმცა არსებობს დაფინანსების სხვადასხვა წყარო. საბერძნეთის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წესის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. […]

საბერძნეთი ჩემი მეორე სამშობლოა

საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაციის ეგიდით, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, წლეულს „საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის“ წოდება ათენის იოანე კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკის კათედრისა და ათენის აკადემიის ახალბერძნული დიალექტებისა და იდიომების კვლევის ცენტრის დოქტორანტს თეონა ბერიძეს მიენიჭა. გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნიჭიერ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ გოგონასთან. თეონა, გილოცავთ საბერძნეთის წლის […]

საბერძნეთის სკოლის მოსწავლეებს თვეში ერთ შაბათ-კვირას საშინაო დავალების შესრულება არ მოუწევთ!

უკვე მომავალი სასწავლო წლიდან საბერძნეთის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სასიხარულო ამბავი ელოდებათ: თვეში ერთხელ დასვენების დღეები საშინაო დავალებისგან „დასვენებისაც“ იქნება, რადგან საშინაო დავალებას, უბრალოდ, არ მისცემენ – ეს სიახლე საბერძნეთის განათლების მინისტრმა კოსტას გავროგლუმ დაადასტურა. პროგრამამ საპილოტე შემოწმება 25 სკოლაში გაიარა და მთავრობა უკვე აპირებს ის მთელ საბერძნეთში გაავრცელოს, 4400 მოსწავლეზე. […]

როგორ მივიღოთ უმაღლესი განათლება საბერძნეთში უფასოდ და მოვიპოვოთ ბინადრობის უფლება

არანაირი გამოცდა და გადასახადი, მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატის საფუძველზე შეგიძლიათ ჩააბაროთ საბერძნეთის უმაღლეს სასწავლებელში და სტუდენტის სტატუსის მინიჭების საფუძველზე მოითხოვოთ ბინადრობის უფლება (თუ არალეგალი ხართ), რომელსაც ადვილად მიიღებთ. ბევრმა არ იცის, რომ საბერძნეთის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს უცხოელებს, მიიღონ უმაღლესი განათლება ქვეყნის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სრულიად უფასოდ და მისაღები გამოცდების გარეშე. […]