შოუბიზნესი

თამთას ახალი სიმღერის მოსმენა უკვე ინტერნეტში შეგიძლიათ

თამთას  თაყვანისმცემლებს  შეუძლიათ ინტერნეტში მოისმინონ ახალი ბალადა მომღერლის შესრულებით – «Πες Μου Αν Τολμάς» („გაბედე და მითხარი“), პორტალ Youtube-ზე უკვე დევს სიმღერის ოფიციალური აუდიოჩანაწერი. გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე, მოისმინეთ თამთას სიმღერა და შეაფასეთ, რამდენად სწორია პროდიუსერების განცხადება, რომ ახალი სიმღერა სრულად წარმოაჩენს თამთას ხმის ხავერდოვნებას. https://www.youtube.com/watch?v=O64orAHPWis&feature=youtu.be ვიმედოვნებთ, მალე ვიდეოკლიპის ნახვის შესაძლებლობაც […]

თამთას სიმღერის პრემიერა 22 იანვარს გაიმართება

ცნობილი ხდება, რომ თამთას ახალი სიმღერის პრემიერა ბერძნულ რადიოსადგურებზე 22 იანვარს გაიმართება. მანამდე კი შეგიძლიათ სიმღერის ნაწყვეტი შემდეგ ლინკზე მოისმინოთ: http://infegreece.gr/pes-mou-an-tolmas-apo-tin-tamta/ ამას გარდა, მომღერალი 3 თებერვლიდან მონაწილეობას მიიღებს ცნობილ მიუზიკლში „კაბარე“, სადაც ლეგენდარული სალი ბოულზის (Sally Bowles) როლს განასახიერებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული როლი თავის დროზე დიდი წარმატებით შეასრულა ლაიზა მინელიმ. ვნახოთ, […]

საჩუქარი თამთასთვის

10 იანვარს, თამთას დაბადების დღეზე მომღერალს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს მისმა თაყვანისმცემლებმა: მისი ფანკლუბის წევრებმა ათწუთიანი ვიდეო მოამზადეს, რომელიც თამთას ვიდეოკლიპების კოლაჟით იწყება, ხოლო შემდეგ ცნობილი ბერძნები და ჩვეულებრივი ადამიანები (ფანები) მას დაბადების დღეს ულოცავენ. კმაყოფილმა თამთამ კლიპი თავის ფეისბუქგვერდზე განათავსა. იხ. ვიდეო https://www.youtube.com/watch?time_continue=47&v=YyiZfKtH2Bw

რატომ არავის ეუბნება თამთა სიტყვებს: “μωρο μου”?

„დღემდე არცერთი მამაკაცისთვის მითქვამს “μωρο μου”, – ამტკიცებს ცნობილი მომღერალი თამთა (ეს მიმართვა ძალიან გავრცელებულია შეყვარებულ წყვილებს შორის საბერძნეთში და ნიშნავს „ჩემო პატარა“). „რატომ უნდა ვუთხრა მამაკაცს ეს სიტყვები მხოლოდ იმის გამო, რომ მოდაშია?!“ – კითხულობს იგი, თან ჟურნალისტის შეკითხვაზე, სიმართლეს შეეფერება თუ არა ინფორმაცია, რომ დაინიშნა და სულ ცოტა […]