სამზარეულო

მექსიკური სალათა ლობიოთი

საჭირო პროდუქტი: 400 გ ლობიო, 400 გ სიმინდი, 2 ლაიმი, 1 ტკბილი წიწაკა, 1 მწვანე ხახვი, 1/4 ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი, 1/2 ჩ/ჭ ოხრახუში, 1 ძირი სალათის ფოთოლი, მარილი – გემოვნებით. მომზადების წესი: ლობიო და სიმინდი გადმოწურეთ ქილებიდან. წიწაკა დაჭერით კუბებად, წვრილად დაჭერით ხახვი, მწვანილი. ლაიმი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ჯამში გადაურიეთ […]

წითელი სალათა

საჭირო პროდუქტი: 200 გ წითელი კომბოსტო, 4 წითელი ბულგარული წიწაკა (წვრილად დაჭრილი), 200 გ მოხარშული და გახეხილი ჭარხალი, 200 გ წითელი ბოლოკი (გახეხილი), ასევე, მსხვილად დაჭრილი (წინასწარ გათუთქული) ჭარხლის ფოთლები, 2 თავი წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი წითელი სალათის ფოთლები. მომზადების წესი: ჩამოთვლილი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში ან ფენა-ფენა დაალაგეთ გამჭვირვალე ღრმა […]

სამარხვო ნამცხვარი ნიგვზითა და თაფლით

საჭირო პროდუქტი: 2-3 ჩ/ჭ ფქვილი, 1/2 ჩ/ჭ თაფლი, 1/2 ჩ/ჭ გატარებული ნიგოზი, 1/2 ჩ/ჭ შაქარი, 100 გ მარგარინი, 1/2 ჩ/კ სოდა, ვანილი, 1 ფორთოხლის ცედრა. მინანქრისთვის: 6 ს/კ კაკაო, 6 ს/კ შაქარი, 4 ს/კ წყალი, 2 ს/კ ფორთოხლის ცედრა. მომზადების წესი: თაფლში შეურიეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. როცა აქაფდება, […]

თევზის კატლეტი

ყველა დიასახლისმა იცის, როგორი სასარგებლოა თევზი ჩვენი ორგანიზმისთვის. მთელი მსოფლიოს მედიკოსები და დიეტოლოგები შეთანხმებულად ამტკიცებენ, რომ ყოველკვირეულ რაციონში თევზი ორჯერ მაინც უნდა შედიოდეს. საჭირო პროდუქტი: 300 გ თევზის ფილე, 2 მოხარშული კარტოფილი, 1 კვერცხი, 2 ჩ/ჭ კარაქი, ორცხობილის საფანელი, 1/2 ჩ/ჭ ზეთი, პილპილი, მარილი – გემოვნებით. მომზადების წესი: თევზის ფილე […]

შემწვარი ღორის ხორცი გულსართით

საჭირო პროდუქტი: 1 კგ ღორის შემწვარი რბილი ხორცი, 3 კბილი ნიორი, 5 ტოტი როზმარინი, 1 ს/კ ტომატპასტა, 150 გ ბეკონი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, 6 ს/კ ხორცის ბულიონი, მარილი, პილპილი – გემოვნებით. მომზადების წესი: ღორის ხორცის ნაჭერს წაუსვით მარილი, პილპილი, დადეთ ზეთდასხმულ ტაფაზე და შედგით ჰაერღუმელში. ნახევრად რომ შეიწვება, გაჭერით […]

სენდვიჩი ქათმის ხორცით

საჭირო პროდუქტი: 4 ფუნთუშის მსგავსი პური, 4 ნაჭერი ქათმის ფილე, 4 ნაჭერი ბეკონი, 4 ფირფიტა რბილი ყველი, 4 სალათის ფოთოლი, 1 პომიდორი, 1 კიტრი, 1 კვერცხი, 1 ჩ/კ მდოგვი, 1-2 ს/კ მაიონეზი, საფანელი – ამოსავლებად, ზეთი – შესაწვავად, ჯავზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით. მომზადების წესი: ქათმის ფილე დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, […]

ლორის და სალათის სენდვიჩი

საჭირო პროდუქტი: 1 ბაგეტი, 300 გ ლორი, 1 პატარა კონა სალათის ფოთლები, 1 ჩ/ჭ გახეხილი პარმეზანი (ან სხვა ყველი გამოიყენოთ), 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, შავი პილპილი. მომზადების წესი: ბაგეტის პური დაჭერით თხელ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერს წაუსვით ზეთი, შედგით ჰაერღუმელში 170 გრადუსზე 10 წუთი. გამოიღეთ, დააფინეთ სალათის ფოთოლი, დაადეთ თითო თხელი […]

მაკარონი ფარშითა და ლობიოთი

საჭირო პროდუქტი: 350 გ მაკარონი, 200 გ ფარში, 150 გ მოხარშული ლობიო, 1 ს/კ ტომატპასტა, 80-100 მლ წყალი, დაფნის ფოთოლი, 200 გ გახეხილი ყველი, მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი – გემოვნებით. მომზადების წესი: მაკარონი მოხარშეთ და გადაწურეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, დაუმატეთ ფარში, დაფნის ფოთოლი და […]

ჭარხლის წვნიანი კარტოფილით

საჭირო პროდუქტი: 2-3 თავი ჭარხალი, 3-4 კარტოფილი, 2-3 სტაფილო, 1-2 თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი, მწვანილი – ქინძი, ოხრახუში, კამა; მცენარეული ზეთი, მარილი, უცხო სუნელი, წიწაკა – გემოვნებით. 20%-იანი ნაღები ან არაჟანი – სურვილისამებრ. მომზადების წესი: ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გაფცქვენით. ჭარხალი ან პატარა კუბებად დაჭერით, ან გახეხეთ (ასე უკეთ […]

ღვეზელი ხორცის ფარშით

საჭირო პროდუქტი ცომისთვის: 2 კვერცხი, 0,5 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/ჭ ფქვილი, 1 ჩ/ჭ კეფირი (მაწონი), 0,5 ჩ/კ სოდა. გულსართისთვის: 300 გ ფარში, 2-3 თავი გატარებული ხახვი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით. მომზადების წესი: კეფირში ჩაყარეთ სოდა და აურიეთ, 5 წუთს გააჩერეთ. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. ტაფას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ […]