სილამაზე

ეს მარტივი წესები ყველამ უნდა იცოდეს

დილით თვალები ძალიან ცივი წყლით დაიბანეთ ან ყინულის კუბები გაისვით ქუთუთოებსა და უპეებზე – ეს სწრაფად მოხსნის შეშუპებას და კანს მოვლილ იერს მიანიჭებს. არ დაგავიწყდეთ თმის დავარცხნა ძირებიდან ქვემოთ, თავდახრილ მდგომარეობაში. ეს პროცედურა ძალზე კარგად ამაგრებს თმის ძირებს. თუ თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, მიიფრქვიეთ თმის ძირებში ცოტაოდენი ბავშვის ტალკი და შეგიძლიათ […]

იოანა იოანიდუ – ულამაზესი ძალოსანი თესალონიკიდან

გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, როდესაც საუბარი ქალ ძალოსნებს ეხება, წარმოსახვაში წარმოგვიდგებიან ქალურ სილამაზეს მოკლებული, მამაკაცური თვისებების მქონე ქალები დაკუნთული სხეულით. რა თქმა უნდა, ეს სტეროტიპი მცდარია და ამის არგუმენტად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამჯერად იოანა იოანიდუზე მოგითხრობთ. თესალონიკელი ძალოსანი იოანა იოანიდუ მთელი თავისი ჰაბიტუსით ნათლად ადასტურებს, რომ ძალოსნობა და ქალური სილამაზე სრულიად […]

„თუ შინაგანად ხარ ახალგაზრდა, არასდროს  დაბერდები!“

ევროპის ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი წყალში ხტომაში, ტელეწამყვანი ნანა ნებიერიძე, რომელიც შარშან მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინა, მუდამ არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი არასტანდარტული, ეფექტური გარეგნობა ყოველთვის ყურადღებას იპყრობს – რა გასაკვირია, სილამაზე ხომ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს. ნანა ნებიერიძის დღე საკმაოდ დატვირთულია, მით უმეტეს, რომ ახლა მას შვილიშვილიც ჰყავს – […]

საუკეთესო კრემი სტრიებისა და ცელულიტის წინააღმდეგ

ბუნებრივი პროდუქტებისგან საკუთარი ხელით დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები ყოველთვის უკეთესია, რადგან მავნე დანამატებს არ შეიცავს, თან გაცილებით იაფი ჯდება. მთავარია, სწორად დაამზადოთ, შენახვის წესები დაიცვათ და სწორად მოიხმაროთ. ამჯერად გთავაზობთ ძალზე შედეგიან საშუალებას ისეთი გავრცელებული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა სტრიები და ცელულიტი. დაგჭირდებათ: 140 გ საბავშვო კრემი; 6 გ მუმიო;  2 […]

როგორ ავირჩიოთ ტანსაცმელი სხეულის ფორმის გათვალისწინებით

ტანსაცმელში თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, ამისათვის ჩაცმულობა საკუთარი აღნაგობის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. საკუთარ სილუეტს უფრო მოხდენილად გამოაჩენთ, თუ თქვენს უპირატესობებს და ძლიერ მხარეს ხაზს გაუსვამთ და მეტ ყურადღება მიიპყრობთ მათზე, ეს არის და ეს. თუ A-ს ფორმის ფიგურა (ანუ ე. წ. პირამიდული ან სამკუთხედის ფორმის აღნაგობა, იგივე ფიგურა „მსხალი“) გაქვთ, […]

საზამთრო კანის გაახალგაზრდავებასა და სახის ფერის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

საზამთრო არაჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალებაა. ამ მიზნით გამოიყენება მისი როგორც რბილობი და წვენი, ისე კურკები.  საზამთროს რბილობის და წვენის გამოყენება ნიღაბი დაბერების წინააღმდეგ: გასრისეთ მწიფე საზამთროს რბილობი, აიღეთ 2 სუფრის კოვზი ეს მასა და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე და 15 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი ანადუღარი […]