ფსიქოლოგია

„იტალიური სინდრომი“ – დაავადება, რომლითაც ემიგრანტი ქალები იტანჯებიან

„იტალიურ სინდრომად“ იწოდება დაავადება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ემიგრანტ ქალებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უვითარდებათ, როდესაც დიდი მონატრებით და უდიდესი მოლოდინებით ბრუნდებიან ოჯახებში, მაგრამ წლების განმავლობაში მათ მიერ ნალოლიავებ სახლებში და ახლობლების გულებში მათი ადგილი აღარ არის. „იტალიური სინდრომი“ ამ დაავადებას უკრაინელმა ფსიქიატრებმა უწოდეს. პირველად ეს მოვლენა, როგორც დაავადება, უკრაინაში 2005 წელს […]

სიზმრები – „მოგზაურობა“ ქვეცნობიერში

ადამიანი დასაბამიდან ცდილობს, ჩასწვდეს სიზმრის საიდუმლოს. არსებობს უამრავი ინტერპრეტაცია თითოეული იმ სიმბოლოსი, რომელთაც სიზმარში ვხედავთ; ასევე იმისაც, თუ რა და რატომ გვესიზმრება. სიზმრის ფენომენს განმარტავდნენ ეზოთერული და მისტიკური სწავლებანი, სხვადასხვა რელიგია, მედიცინა, მაგრამ ზიგმუნდ ფროიდის მიერ ფსიქოანალიზის ცნობილი თეორიის შექმნის შემდეგ ძილი და სიზმარი ყველაზე მეტად სწორედ ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში […]

როდის იბადებიან გენიოსები?

კაცობრიობა დღემდე უშედეგოდ ცდილობს გენიალურობის ფენომენის ახსნას. ვინ არიან და საიდან მოდიან გენიოსები? როდის, რატომ ან რისთვის იბადებიან ისინი? არსებობს თუ არა რაიმე კანონზომიერება ამქვეყნად მათ მოვლინებაში? მეცნიერები ამ და სხვა მსგავს შეკითხებს ჯერჯერობით სრულად ვერ პასუხობენ, თუმცა უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელთა შორის გამაოგნებელი ვარაუდებიც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ვერსიით, გენიალურობა […]

მეხსიერება – როგორ გავუმკლავდეთ გულმავიწყობას

„ამ ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება“… – ეს ფრაზა, ალბათ, ხშირად გსმენიათ თქვენი ახლობლებისა და ნაცნობებისაგან. საინტერესოა, რა ხდება, რატომ გვავიწყდება ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები, ადამიანთა სახელები, რაღაც უმნიშვნელო ფაქტები კი ზედმიწევნით კარგად გვახსოვს? მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ამ ფენომენის ახსნას და თავიანთ მოსაზრებებს გვთავაზობენ. ფსიქოლოგების აზრით, გულმავიწყობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება […]

რომელია თქვენი წარმატების ფერი?

სინამდვილეს ვერსად გავექცევით – თანამედროვე ადამიანი მუდმივად დგას ამა თუ იმ პრობლემის წინაშე და მისი გადაწყვეტის გზებს ეძებს, ცდილობს, მაქსიმალურად სწორი არჩევანი გააკეთოს. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში პირველი კითხვა დაახლოებით ასეთია: როგორ მოვიქცე? რა მოხდება? რას მიმზადებს ბედისწერა? შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ არსებობს უძველესი ასტროფსიქოლოგიური ტესტი, რომლის დახმარებითაც ადამიანები ჯერ […]

15 ფსიქოლოგიური ხერხი, რომელიც უნდა იცოდეთ

ეს ფსიქოლოგიური ხერხები ცხოვრებას გაგიადვილებთ და სტრესულ სიტუაციასთან შეგუებაში დაგეხმარებათ. როდესაც რამდენიმე ადამიანი ჯგუფურად იცინის, თითოეული ინსტინქტურად უყურებს მას, ვინც უფრო მეტად ესიმპათიურება, ან მას, ვისთან ახლობლობის სურვილიც აქვს. თუ საპასუხისმგებლო საქმე გაქვთ წინ და ნერვიულობთ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ასე შეძლებთ დამშვიდდეთ, რადგანაც საკვების მიღების მომენტი უსაფრთხოებასთან ასოცირდება. თუ ვინმე […]