ჯანმრთელობა

მკურნალი პატიოსანი ქვები

პატიოსან ქვათა სამკურნალო თვისებების შესახებ უხსოვარი დროიდან კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, სარდიონის (სერდოლიკი) შესახებ ჯერ კიდევ X საუკუნის ხელნაწერში – „თვალთაი“, ასეთი ცნობა გვხვდება: „ბრწყინვალების გამომცემელ და ძალი კურნებისაი აქუს“. ესე იგი, ბრწყინვალებას ანუ ენერგიას გამოსცემს და სამკურნალო თვისებები აქვსო. ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ „პატიოსანი ქვა გამოსწოვს ადამიანს სხეულიდან […]

ორგანიზმის სიგნალები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ჯანმრთელობის რეგულარულ პროფილაქტიკურ შემოწმებას ცოტა ადამიანი თუ იტარებს, რაც არასწორია, თუმცა ასეთია რეალობა. მაგრამ თუ საკუთარი ორგანიზმის სიგნალებს უყურადღებოდ არ დავტოვებთ, ბევრ რამეს გავიგებთ ჯანმრთელობის მოსალოდნელ პრობლემებზე და პრევენციული ზომების მიღებასაც დროულად შევძლებთ. მაშ ასე, რა მინიშნებებს გვაძლევს ჩვენი ორგანიზმი? დამსკდარი ტუჩები თუ ტუჩებსა და ტუჩის კუთხეებში გაჩენილ ნახეთქებთან ერთად […]

საუკეთესო საშუალება სურდოს წინააღმდეგ

გაციება და სურდო დიდ დისკომფორტს იწვევს და სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს. ეს პრობლემა აქტუალურია არა მარტო ზამთარში, არამედ გარდამავალ სეზონზე – გაზაფხულზეც, რადგან ამინდი ძალზე ცვალებადია, თანაც ზამთარში ვიტამინების „შიმშილობის“ შემდეგ ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია. გაციება მალე გადის, მაგრამ სურდო ერთ კვირას მაინც რჩება და სუნთქვა გვიჭირს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, […]

ალერგია: პროფილაქტიკა და მკურნალობა ხალხური საშუალებებით

გაზაფხული დადგა და აქტუალური გახდა ალერგიის თემა. ხართ თუ არა მიდრეკილი ალერგიისკენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ალერგიული რეაქციები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, ამიტომ ამ ინფორმაციის ცოდნა ყველასთვის საჭიროა, მეტიც – აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ ალერგიის  შემთხვევებმა ბოლო 2 ათწლეულია განსაკუთრებით მოიმატა იმის გამო, რომ ჰაერი და საკვები დაბინძურებულია. რა არის ალერგია ალერგია […]

მეხსიერება – როგორ გავუმკლავდეთ გულმავიწყობას

„ამ ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება“… – ეს ფრაზა, ალბათ, ხშირად გსმენიათ თქვენი ახლობლებისა და ნაცნობებისაგან. საინტერესოა, რა ხდება, რატომ გვავიწყდება ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები, ადამიანთა სახელები, რაღაც უმნიშვნელო ფაქტები კი ზედმიწევნით კარგად გვახსოვს? მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ამ ფენომენის ახსნას და თავიანთ მოსაზრებებს გვთავაზობენ. ფსიქოლოგების აზრით, გულმავიწყობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება […]

სიმაღლეში ზრდის სტიმულაციის ბუნებრივი საშუალებები

ადამიანის ზრდას ზრდის ჰორმონი განაპირობებს. ყველაზე სწრაფად ადამიანი დედის მუცელში ყოფნისას იზრდება – 9 თვის განმავლობაში მისი სიგრძე საშუალოდ 50-52 სმ-ს აღწევს. სიცოცხლის პირველ წელიწადს ბავშვი საშუალოდ 24 სანტიმეტრს იმატებს, შემდეგ კი ზრდა შესამჩნევად ნელდება და ყოველწლიურად პატარა სულ უფრო ნაკლებად იზრდება სიმაღლეში. მოზარდის სქესობრივი მომწიფების პერიოდში ზრდის ჰორმონი აქტიურად […]

რა იცით ძილის და სიზმრების შესახებ?

2008 წლიდან, „ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაციის ინიციატივით“ (World Association of Sleep Medicine – WASM ), „ძილის საერთაშორისო დღე“ აღინიშნება. ეს დღე ყოველწლიურად მარტის სრული კვირის მეორე პარასკევია, რომელიც წელს 16 მარტს დაემთხვა. ამ თემის ირგვლივ ამჯერად მხოლოდ ციფრებსა და ფაქტებს გთავაზობთ: მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 8 საათი სძინავს. გამოთვლები ცხადყოფს, რომ […]

ნუგბარი, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ცნობილია, რომ ტკბილეული ორგანიზმისთვის საზიანოა, მაგრამ შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ნუგბარი, რომელიც არა მარტო სასარგებლოა, სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს. ასეთია, მაგალითად, თაფლის კანფეტები. თაფლის კანფეტების დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები (1 კვირის ულუფა): 6 ს/კ თაფლი; 6 ჩ/კ ფუტკრის ფეხგუნდა (ფუტკრის მიერ მოგროვილი და ფერმენტირებული ყვავილის მტვერი, რომელიც ალერგიული არ არის); 1 ჩ/კ წვრილად […]

ქოლესტერინის დონის შემცირება კიტრის წვენით

ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებაში კიტრის წვენი დაგვეხმარება. ამისთვის 100-150 მლ ახალგამოწურულ კიტრის წვენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მიღებული ნარევი დალიეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი, სულ ცოტა, ერთი კვირაა, კიტრის სეზონზე კი შეგიძლიათ 2 კვირაც გააგრძელოთ. შემდეგ 2 კვირა დაისვენეთ და მკურნალობა გაიმეორეთ. კიტრის წვენი შეიცავს […]

რა კავშირია სპირტიან სასმელებსა და კიბოს შორის?

ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა, სულ ცოტაა, კიბოს 7 სახეობის განვითარება გამოიწვიოს, მათ შორის, ნაწლავის, საყლაპავი მილის, ყელის და ღვიძლის კიბო. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ალკოჰოლის მოხმარებასა და სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებას შორის კავშირის დასდგენად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპირტიან სასმელებში მთავარ კანცეროგენს ეთანოლი წარმოადგენს, რომელიც უჯრედებს აზიანებს […]