საქართველო

ქართული არტეფაქტები, რომლებიც ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება

ათასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართველები მაღალი დონის ცივილიზაციას და ინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობას ბერძნებთან. ეს ვიდეო თბილისშია გადაღებული და მისი ავტორია თეა შეყრილაძე. ბერძენმა ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა ვიდეო საიტზე განათავსეს და დღეს მას საბერძნეთსა და კვიპროსში ავრცელებენ. მოგიწოდებთ, თქვენც იგივე გააკეთოთ, რათა თქვენმა მეგობარმა ბერძნებმაც იხილონ ეს საინტერესო არტეფაქტები. http://www.estia.tv ბერძენი არქეოლოგებისა […]

საქართველოს ელჩი აშშ-ში: „ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ჩასული ემიგრანტების ზუსტი რაოდენობა უცნობია. არაოფიციალურად სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, ერთ-ერთი ვერსიით, ეს რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს. თუ გავიხსენებთ, ჩვენ გარშემო რამდენი ადამიანია შტატებში წასული სხვადასხვა მიზნით, ძირითადად კი, სამუშაოდ და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მაშინ ეს რიცხვი არც ისე არარეალურად მოგვეჩვენება. ოფიციალური მაჩვენებელი კი გაცილებით დაბალია. ჩვენი […]

ჭაბუკ ქართველ ძიუდოისტთა ბრწყინვალე გამარჯვება

პირველ მაისს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გამართულ ძიუდოს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2001-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრებმა (2002 -2003 წწ.) ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა: 5 ოქრო, 5 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. შეჯიბრი 9 წონით კატეგორიაში ჩატარდა და 4 ფინალში ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩემპიონები გახდნენ: გუგა ამირხანაშვილი (50 კგ), […]

2017 წელს საქართველოდან გასული ემიგრანტების და შემოსული იმიგრანტების რაოდენობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში გასული ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა. 2016 წლის მონაცემებით, საქსტატში 98 288 ემიგრანტი ფიქსირდებოდა, 2017 წლის მონაცემებით კი საქართველოდან გასული ემიგრანტების რაოდენობამ 85 451 კაცი შეადგინა. გასული წლის მონაცემებით, აგრეთვე, შემცირდა იმიგრანტების (საქართველოში საცხოვრებლად შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები) რაოდენობაც. კერძოდ, […]

საქართველოს მთავარი პროკურორი საბერძნეთს ეწვია

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცნობით, მიმდინარე წლის 24-25 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორის, ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუს მოწვევით. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე შეხვდნენ საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორს – ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუს და მის […]

ბერძნული როკჯგუფის უსიამოვნო თავგადასავალი თბილისში

12 აპრილს თბილისში ჩავიდა ბერძნული როკჯგუფი ROTTING CHRIST, რომლის წევრებსაც აეროპორტში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვათ. ჯგუფი საქართველოს დედაქალაქს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გასტროლების ფარგლებში ეწვია. ჯგუფის სოლისტის, საკის ტოლისის განცხადებით, ისინი თბილისში ხუთშაბათს, დილით ადრე ჩაფრინდნენ. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საკისი და მისი ძმა პოლიციამ შეაჩერა და გასაუბრებაზე წაიყვანა. საბოლოოდ, გასაუბრების […]

„თუ თბილისში უმრავლესობას თვითგამოხატვის პრობლემა აქვს, ნიუ-იორკში ჩასულს, გადარჩენის ინსტინქტი გერთვება“

ნიკა დვალიძემ უცბად გადაწყვიტა ამერიკაში წასვლა და ბევრი აღარ უფიქრია: შეავსო განაცხადი, ვიზა მიიღო და წავიდა… 3-თვიანი ემიგრანტული ცხოვრების მერე იგი ისევ სამშობლოში დაბრუნდა: „3 თვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ ერთი შანსი მიმეცა საქართველოში ცხოვრებისთვის“, – ამბობს იგი და სამომავლოდ ემიგრაციაში წასვლას არ გამორიცხავს. ნიკა, რატომ გადაწყვიტე შეერთებულ შტატებში გამგზავრება? […]

26 მაისს ვილნიუსში საქართველოს სახელობის ქუჩა გაიხსნება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებით განათდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყობა ქართული კუთხეები, ლიტვის რესპუბლიკის დედაქალაქ ვილნიუსში კი […]

სააღდგომო ტრადიციები ძველად საქართველოში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, თავისი მადლმოსილებითა და დიდებულებით, განსაკუთრებით გამორჩეული და აღმატებულია იმ თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას საქართველოში ოდითგან ძალიან საინტერესო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები უკავშირდება, რომელთაგან ზოგი დღესაც შემორჩენილია. სააღდგომო წეს-ჩვეულებებში შედის: კვერცხის შეღებვა, სააღდგომო გართობა-თამაშობები, მიცვალებულის გახსენებასთან დაკავშირებული ტრადიციები – საფლავზე გასვლა, […]

ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპას? – ბერძენი ისტორიკოსის მოსაზრება

ის, რასაც დღეს იტალიად მოვიხსენიებთ, რამდენიმე საუკუნის წინათ პატარა სახელმწიფოების მოზაიკას წარმოადგენდა, რომლებიც მე-19 საუკუნეში გაერთიანდნენ და იტალიის სახელმწიფო ჩამოაყალიბეს. იტალიას აქვს ბერძნული (ანტიკური და შუასაუკუნეების) წარსული, რომლის უდიდესი ნაწილი შექმნეს კორინთომ (Κόρινθος), ხალკიდამ (Χαλκίδα) და სხვა ბერძნულმა ქალაქებმა კოლონიზაციისა და ცივილიზაციის გავრცელების გზით. განსაკუთრებით ძლიერი იყო ბერძნული გავლენა იტალიის […]