პოლიტიკა

საქართველოს ელჩი აშშ-ში: „ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ჩასული ემიგრანტების ზუსტი რაოდენობა უცნობია. არაოფიციალურად სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, ერთ-ერთი ვერსიით, ეს რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს. თუ გავიხსენებთ, ჩვენ გარშემო რამდენი ადამიანია შტატებში წასული სხვადასხვა მიზნით, ძირითადად კი, სამუშაოდ და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მაშინ ეს რიცხვი არც ისე არარეალურად მოგვეჩვენება. ოფიციალური მაჩვენებელი კი გაცილებით დაბალია. ჩვენი […]

საქართველოს მთავარი პროკურორი საბერძნეთს ეწვია

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცნობით, მიმდინარე წლის 24-25 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორის, ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუს მოწვევით. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე შეხვდნენ საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორს – ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუს და მის […]

საქართველო, სხვა ქვეყნების კვალდაკვალ, რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო უერთდება დიდი ბრიტანეთს, აშშ-სა და კიდევ 22 ევროპულ ქვეყანას და შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს. მას ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა აქვს. გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს გაავრცელა. […]

მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდებმა ბინადრობის უფლება მისცა

მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ეს სტატუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნიდერლანდებმა მიანიჭა. დოკუმენტი ჰოლანდიის სამთავრობო უწყებებმა სააკაშვილს დღეს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს. დეკემბერში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზეილსტრამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სააკაშვილს აქვს უფლება, ნიდერლანდების მოქალაქე გახდეს, თუმცა სააკაშვილს მოქალაქეობის მისაღებად […]

სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ (უკრ. „РУХ НОВИХ СИЛ“) ლიდერი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე მიიღეს რეადმისიის თაობაზე უკრაინის მიგრაციული სამსახურის განცხადების საფუძველზე, – ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა (STRAZ GRANICZNA) გაავრცელა ინფორმაცია თავისსავე საიტზე. უწყების ინფორმაციით, მხედველობაში მიიღეს ის ფაქტი, რომ სააკაშვილი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მეუღლე და […]

კიევის ცენტრში დღეს დაკავებული მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ახალი ძალების“ მოძრაობის ლიდერი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, დღეს კიევის ცენტრში დააკავეს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა.                 საქართველოს ექსპრეზიდენტმა მოვლენის ამსახველი ვიდეო საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინის სპეცრაზმი სააკაშვილის დაკავებას 9 თებერვალსაც ცდილობდა. „ალფას“ წევრები კიევის სასტუმრო Fairmont-ში მივიდნენ, სადაც […]

არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ჩვენი დედები, დები, ძმები ეკონომიკური სირთულეებისას თავის გადარჩენის შესაძლებლობას საბერძნეთში პოულობდნენ…

საბერძნეთში, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი და ბერძენი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, საბერძნეთში მოღვაწე ქართველები და დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე, საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ პარტნიორობას და მადლობა […]

საქართველოში თუ დამაპატიმრებენ, ჩემი მხარდამჭერები მთავრობას დაამხობენ, რათა მე გამათავისუფლონ

„უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება, თუმცა არა აუცილებლად საქართველოში“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანგული გამოცემა Liberation-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. „ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება, მაგრამ არა აუცილებლად საქართველოში. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებას მიმართეს ჩემი უკან მიღების თხოვნით. ჩემი ექსტრადირება საქართველოში ძალიან რთული […]

ირაკლი კობახიძე The National Prayer Breakfast-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღეს, 8 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც „ეროვნული ლოცვის შემდგომი საუზმის“ (The National Prayer Breakfast) სახელით არის ცნობილი. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სასაუბროდ იკრიბებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე […]

„ნარკოგამსაღებლებზე ჩვენი მიდგომა იქნება კატეგორიული“

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივაზე  ნარკომომხმარებლებისათვის შეწყალების წესის გამარტივების თაობაზე კომენტარი გააკეთა. „ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა ჰუმანურია, ხოლო ნარკოგამსაღებლებზე ჩვენი მიდგომა იქნება კატეგორიული“, – განაცხადა მინისტრმა. გახარია გამოეხმაურა პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც შეწყალების აქტში ცვლილებები შეიტანა. „თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ და უფრო მეტიც, ჩვენ […]