საზოგადოება

„თუ თბილისში უმრავლესობას თვითგამოხატვის პრობლემა აქვს, ნიუ-იორკში ჩასულს, გადარჩენის ინსტინქტი გერთვება“

ნიკა დვალიძემ უცბად გადაწყვიტა ამერიკაში წასვლა და ბევრი აღარ უფიქრია: შეავსო განაცხადი, ვიზა მიიღო და წავიდა… 3-თვიანი ემიგრანტული ცხოვრების მერე იგი ისევ სამშობლოში დაბრუნდა: „3 თვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ ერთი შანსი მიმეცა საქართველოში ცხოვრებისთვის“, – ამბობს იგი და სამომავლოდ ემიგრაციაში წასვლას არ გამორიცხავს. ნიკა, რატომ გადაწყვიტე შეერთებულ შტატებში გამგზავრება? […]

სააღდგომო ტრადიციები ძველად საქართველოში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, თავისი მადლმოსილებითა და დიდებულებით, განსაკუთრებით გამორჩეული და აღმატებულია იმ თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას საქართველოში ოდითგან ძალიან საინტერესო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები უკავშირდება, რომელთაგან ზოგი დღესაც შემორჩენილია. სააღდგომო წეს-ჩვეულებებში შედის: კვერცხის შეღებვა, სააღდგომო გართობა-თამაშობები, მიცვალებულის გახსენებასთან დაკავშირებული ტრადიციები – საფლავზე გასვლა, […]

ყველაზე გავრცელებული  სახელები  და  გვარები – ნინო, გიორგი და ბერიძე კვლავ ლიდერობენ

როგორც მამაკაცის, ისე ქალის პოპულარული სახელები ყველა თაობაში სხვადასხვაა, თუმცა რამდენიმე მათგანმა ათწლეულებს გაუძლო და პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალის კი – ნინო. ყველაზე მეტი გიორგი (63 651) და ნინო (42 598) თბილისშია რეგისტრირებული. მამაკაცის პოპულარული სახელების პირველი ათეული: […]

„112“-ის ახალი ინოვაციური აპლიკაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი – „112“-ის მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მოქალაქეებს ჩუმი განგაშის გაგზავნის და ოპერატორთან მიმოწერის საშუალებას აძლევს. აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ჩატვირთოს ის […]

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ცვლილებები მზადდება

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების ანუ ე. წ. ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. სწორედ ამ სტატისტიკის გამო დღის წესრიგში დადგა გარკვეული ღონისძიებების გატარება საქართველოს მთავრობის მხრიდან. კერძოდ, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ […]

უნივერსიტეტი 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმოდ განათდა

ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის ხდება – ის ზუსტად ერთი საუკუნის წინათ, 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი იყო. 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა დღეს საღამოს საზეიმოდ განათდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე წელს იუნესკოს […]

კვირას, 4 თებერვალს ათენის ცენტრი პარალიზებული იქნება

საბერძნეთის პოლიციის გადაწყვეტილებით, დღეს, 3 თებერვალს, საღამოს 10 საათიდან აიკრძალება მანქანების დაყენება ათენის ცენტრალურ ქუჩებზე, ხოლო კვირა დილით, 6 საათიდან ამავე ქუჩებზე ყოველგვარი ტრანსპორტის გადაადგილება შეწყდება. კერძოდ, მოძრაობა შეწყდება შემდეგ ადგილებში: 1. პირეოსის გამზირი „იერა ოდოდან“ ომონიამდე; 2. ათინას ქუჩა, მთელ სიგრძეზე; 3. ერმუს ქუჩა; 4. სტადიუს ქუჩა მთელ სიგრძეზე; […]

არაძალადობრივ, მათ შორის, ნარკოტიკულ დანაშაულებზე შეწყალების წესი უფრო ჰუმანური ხდება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც განმარტავენ, შეწყალების კომისია სასჯელის ვადის გარეშე განიხილავს იმ მსჯავრდებულთა თხოვნას, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღების, აგრეთვე, განსაკუთრებით დიდი […]

ვარკეთილის მეტროს სადგურში ჭერი ჩამოინგრა

დილის 10 საათსა და 22 წუთზე მეტროს სადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ისინი ბაქანზე მეტროს მატარებლის მოსვლას ელოდებოდნენ.  დაშავებულები თბილისის 4 კლინიკაში გაანაწილეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რამდენიმე მათგანს ოპერაცია დასჭირდა. შემთხვევიდან მალევე ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე: „ჩვენ […]

სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს ულოცავს…

„უცხოეთში მყოფო საქართველოს მოქალაქეებო, ეს არის მეორე ნაბიჯი: ახალი ცვლილებები მესამე მოსმენით, მიღებისთანავე (მარტი, აპრილი) ამოქმედდება და ახალი საკონსტიტუციო ჩანაწერი გაკეთდება. უკვე სხვა მოქალაქეობის მიღება აღარ იქნება საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების მიზეზი. მესამე ნაბიჯი, რომელზეც ახლა დაიწყება მუშაობა: ვისაც უკვე შეუჩერდა, როგორ აღვუდგინოთ მარტივად მათ და მათ შვილებს! გილოცავთ!“ – სოციალურ […]