კრიმინალი

შესაძლოა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის თაობაზე პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა დღეს განაცხადა. „საკითხს პროკურატურა სწავლობს. ჩვენ ვერკვევით იმ განცხადების დეტალებში, რომელიც კონკრეტული პირის მხრიდან გავრცელდა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყება-არდაწყების თაობაზე“, – თქვა გაბიტაშვილმა. ცნობილი ტელეწამყვანის მკვლელობის საქმეზე ახალი […]

2017 წელს დანაშაულის მაჩვენებელი 5,4%-ით გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი კი შემცირდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რომელთა 53.2% გახსნილია. 2016 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია 5.4%-ით. 2016 წლის გახსნის მაჩვენებელი 57.4%-ია. ქვეყანაში 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 64.5% წარმოადგენს ჯანმრთელობის, აგრეთვე, […]