სპორტი

ჭაბუკ ქართველ ძიუდოისტთა ბრწყინვალე გამარჯვება

პირველ მაისს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გამართულ ძიუდოს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2001-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრებმა (2002 -2003 წწ.) ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა: 5 ოქრო, 5 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. შეჯიბრი 9 წონით კატეგორიაში ჩატარდა და 4 ფინალში ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩემპიონები გახდნენ: გუგა ამირხანაშვილი (50 კგ), […]

ძმები არველაძეები ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას სცენაზე მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი 30 აპრილს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფებოდა. შეხვედრას ძმები არველაძეები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა მოულოდნელად სცენაზე შოთა და არჩილ არველაძეებს მოუხმო. მომხდარის შესახებ შოთამ სოციალურ ქსელში დაწერა: „თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. დღეს იგი ტაშკენტში ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად ბიზნესმენებს, […]

აკაკი დეკანოსიძე – ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც იტალიურ გუნდში თამაშობს

აკაკი დეკანოსიძე 4 წელია იტალიაში, ქალაქ იმოლაში ცხოვრობს და საფეხბურთო გუნდ IMOLESE CALCIO 1919-ში თამაშობს. მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და  ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ ფეხბურთი მისი ცხოვრებაა – ეს თვისებები და დამოკიდებულება მას აუცილებლად დაეხმარება წარმატების მიღწევაში. დღეიდან ჩვენი საიტი აკაკის გულშემატკივარი იქნება და თვალს მიადევნებს მის შემდგომ საფეხბურთო კარიერას. აკაკი, […]

მთამსვლელი ქალი ოლიმპოს მთაზე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

კვირას, 15 აპრილს ინციდენტი მოხდა საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე – სპორტსმენი ქალი 500 მეტრი სიღრმის ხრამში ჩავარდა. სამაშველო სამსახურის ოპერატიულობის წყალობით უბედური შემთხვევის თავიდან აცილება მოხერხდა. მთამსვლელ ქალს ძალიან გაუმართლა – ფერდობი თოვლით იყო დაფარული და მსუბუქად დაეცა. ჯგუფის წევრებმა სამაშველო სამსახურს დროულად მიაწოდეს ინფორმაცია. მაშველებს ქალის ამოსაყვანად შვეულმფრენის გამოყენება დასჭირდათ. […]

ლელა საღარეიშვილი: „ჩემი მიზანია, საბერძნეთი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვადგინო“

რამდენადაც ემიგრაციაში ცხოვრება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ყოველთვის სასიამოვნოა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის წარმატების ისტორიის გაგება. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ ქართველი სპორტსმენი, რომელმაც უცხო ქვეყენაში საყვარელი საქმიანობით თავის დამკვიდრება მოახერხა და ბედნიერი ოჯახიც შექმნა. ლელა საღარეიშვილი უკვე ცხრა წელიწადია საბერძნეთში ცხოვრობს და საქართველოში დაწყებული სპორტული კარიერა მძლეოსნობაში საბერძნეთშიც გააგრძელა; მას წინა […]

იოანა იოანიდუ – ულამაზესი ძალოსანი თესალონიკიდან

გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, როდესაც საუბარი ქალ ძალოსნებს ეხება, წარმოსახვაში წარმოგვიდგებიან ქალურ სილამაზეს მოკლებული, მამაკაცური თვისებების მქონე ქალები დაკუნთული სხეულით. რა თქმა უნდა, ეს სტეროტიპი მცდარია და ამის არგუმენტად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამჯერად იოანა იოანიდუზე მოგითხრობთ. თესალონიკელი ძალოსანი იოანა იოანიდუ მთელი თავისი ჰაბიტუსით ნათლად ადასტურებს, რომ ძალოსნობა და ქალური სილამაზე სრულიად […]

ათენის „პანათინაიკოსის“ ფეხბურთელები სააღდგომოდ გაიფიცნენ

ბოლო წლების განმავლობაში ფინანსურმა კრიზისმა ძლიერ დააზარალა ათენის სახელოვანი საფეხბურთო კლუბი „პანათინაიკოსი“. მდგომარეობის საგანგაშო ზღვრამდე მისვლას ფეხბურთელების გადაწყვეტილება ადასტურებს – დიდი ხუთშაბათიდან ისინი ვარჯიშებზე აღარ გამოცხადდებიან. გუნდის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს შეჰპირდა, რომ ხელფასებს 2 აპრილს, ორშაბათს მიიღებდნენ, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. სააღდგომოდ უფულოდ დარჩენილმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, დროებით ვარჯიშებზე არ გამოცხადდნენ. თუკი […]

ბერძენმა მაშველებმა ფრანგი მთამსვლელი გადაარჩინეს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 31 მარტს ოლიმპოს მთაზე ფრანგმა მთამსვლელმა ფეხი მოიტეხა და ხევში აღმოჩნდა, საიდანაც ამოსვლა ვერ მოახერხა. მართალია, მაშველები დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილისაკენ, მაგრამ მალე დაღამდა და სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. 1 აპრილს დილიდან მაშველებმა თავიანთი საქმიანობა გააგრძელეს და ნაშუადღევს 27 წლის ფრანგი მთამსვლელი საშიში ზონიდან გამოიყვანეს, რის […]

ოლიმპოს მთაზე მთამსვლელის გადარჩენას ცდილობენ

31 მარტს, ნაშუადღევს გავრცელდა ცნობა ოლიმპოს მთასთან ფრანგი ალპინისტის დაზიანების შესახებ. ალპინისტის გადასარჩენად სამაშველო გუნდი გაემართა. ფრანგმა ალპინისტმა ფეხი მოიტეხა და მთის ფერდობზე, 2100 მეტრის სიმაღლეზე მარტო დარჩა. მისმა თანმხლებმა ორმა მთამსვლელმა სამაშველო ჯგუფს დახმარებისთვის მიმართეს. მაშველები, 18 კაცის შემადგენლობით, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ცდილობენ დაშავებულის სამშვიდობოზე გამოყვანას.

ფეხბურთი და დიდი პოლიტიკა – რატომ ყიდულებენ უცხოელები ევროპულ საფეხბურთო კლუბებს?

ცნობილია, რომ გასული წლის აგვისტოში სენსაციური ტრანსფერი განახორციელა საფრანგეთის ტიტულოვანმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“ (PSG), რომელმაც 222 მლნ ევროდ შეიძინა ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი. სატრანსფერო თანხამ ერთი წლით ადრე დამყარებულ რეკორდს ორჯერ გადააჭარბა. შთამბეჭდავია თავად ნეიმარის ხელფასიც – წელიწადში 30 მლნ ევრო. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რამდენად გამართლებულია ასეთი დანახარჯები საფეხბურთო კლუბებისთვის? ვფიქრობთ, […]