ადამიანები

„ვაღიაროთ, რომ ამ ქალებმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისგან იხსნეს“

მანანა გაბრიჭიძე ინტერნეტ ტელევიზიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, სადაც ნორჩი ჟურნალისტები კარგ პრაქტიკას გადიან, ცოდნას იღებენ, ასე ვთქვათ, ფრთიანდებიან და შემდეგ სხვა მედიასაშუალებებში მიდიან. მანანამ რამდენიმე წლის წინ ესპანეთში გადაიღო დოკუმენტური ფილმი ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ. „ახლა კი გვაქვს დიდი გული იმ ქართველ ქალებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და აქ ოჯახებს […]

როდის იბადებიან გენიოსები?

კაცობრიობა დღემდე უშედეგოდ ცდილობს გენიალურობის ფენომენის ახსნას. ვინ არიან და საიდან მოდიან გენიოსები? როდის, რატომ ან რისთვის იბადებიან ისინი? არსებობს თუ არა რაიმე კანონზომიერება ამქვეყნად მათ მოვლინებაში? მეცნიერები ამ და სხვა მსგავს შეკითხებს ჯერჯერობით სრულად ვერ პასუხობენ, თუმცა უამრავი მოსაზრება არსებობს, რომელთა შორის გამაოგნებელი ვარაუდებიც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ვერსიით, გენიალურობა […]

„ვინ დაიჯერებს, რომ ამ არსებას 23 წლის შვილი ჰყავს?!“

„ვინ დაიჯერებს, რომ ამ არსებას 23 წლის შვილი ჰყავს?!“ – გაოცებულმა იკითხა საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტელევიზიის, Αntεnα 1-ის პოპულარული დილის გადაცემის – Το πρωινο-ს წამყვანმა ფეი სკორდამ, როცა სტუმრად მიწვეულ თამთას შვილის ასაკი ჰკითხა. სულ სხვანაირი, დედობრივი სითბოთი განათებული სახით, თამთამ აღიარა, რომ ძნელი და რთული წლები უკან მოიტოვა, რადგან […]

არზაყან ემუხვარი – ქართულ-აფხაზური ერთიანობის სიმბოლო

„საჭიროა და აუცილებელია საქართველო-აფხაზეთის შედუღება და ყოველანაირი მათი განცალკევების საბაბის ძირშივე მოსპობა… ამისათვის საქართველოს მოღვაწეებმა უნდა დიდი სიფრთხილით მოეპყრონ აფხაზეთს, რომელიც საქართველოს დასავლეთის დიდი მნიშვნელოვანი კარია…“ ეს სიტყვები აფხაზეთის მთავრობის პირველ თავმჯდომარეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრ დიმიტრი (არზაყან) ემუხვარს ეკუთვნის, რომელიც სამშობლოს დაკარგული თავისუფლების აღსადგენად თავდადებით იბრძოდა. მისი დიდი დამსახურებაა […]

საფრანგეთს ვეტყოდი მადლობას ყველაფრისთვის, საქართველოს კი ვეტყოდი: „მიყვარხართ და მენატრებით!“

მაკა კოპალიანმა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო ახალი ცხოვრება საფრანგეთის ქალაქ ნიცაში – მარტოხელა დედამ მოჰკიდა ხელი თავის სამ შვილს და წავიდა, სიახლის, უკეთესი ცხოვრების ძიებაში. ცოტა არ იყოს, გაოცებს მისი ასეთი გაბედულება – როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე და რა სიძნელეები დახვდა? რატომ აირჩია თავისთვის და თავისი შვილებისთვის ემიგრაციაში ცხოვრება? რა […]

ულამაზესი წყვილის „თავადური“ ქორწილი – სასურველი სასიძო დაოჯახდა

ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილე, მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი თავის  რჩეულზე – მაიკო ვაწაძეზე დაქორწინდა. საქორწილო სუფრა რესტორან „თავადურში“ გაიშალა. მიწვეულმა სტუმრებმა, წყვილის მეგობრებმა და ახლობლებმა, შოუბიზნესის წარმომადგენლებმა შესანიშნავი საღამო გაატარეს. ანდრიას და მაიკოს სიყვარულის ისტორია თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო, სპეკტაკლიდან – „მუნჯი ახმედი და ზღვა“ (გიორგი არაბულის საკურსო სპექტაკლი გურამ რჩეულიშვილის […]

აუცილებლად მექნება მე რომ მინდა, ისეთი კარიერა!..

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ამჟამად საქართველოშია. მისმა სიმღერამ, რომელსაც ცნობილ ბრიტანელ მომღერალ ჯოს სთოუნთან (JOSS STONE) ერთად ასრულებს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება პოვა. როგორ ხარ, რას საქმიანობ ამჟამად, სად გაიცანი Joss Stone-ი და როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ ერთად გემღერათ? ხშირად მიწევს მოგზაურობა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მიყვარს ჩემი ცხოვრების […]

ბიძინა ივანიშვილმა 120 მლნ დოლარი დაკარგა

Bloomberberg Billionaire Index-ის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება 30 იანვრიდან დღემდე დაახლოებით 120 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა და ამჟამად ივანიშვილის ქონება 5,82 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული. ამავე სააგანტოს რეიტინგით, მსოფლიოს უმდიდრეს 500 ადამიანს შორის ბიძინა ივანიშვილი 308-ე ადგილს იკავებს. ივანიშვილის ქონების შემცირება, სავარაუდოდ, მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე ვარდნას უკავშირდება. 5 თებერვალს […]

„გაუძელით! სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ ვჭირდებით!“ – ოცი წელი ემიგრაციაში

სახელი – ლიგია დედამ შეურჩია, წიგნიდან სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ?..“ გოგონამ სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ მხარეში, ბოლნისის რაიონში დაიწყო სიცოცხლის ათვლა1965 წლის 23 ნოემბრიდან. თავიდანვე ძალიან გამორჩეული და აქტიური იყო: სიმღერა, ცეკვა, მხატვრული კითხვა… და სკოლის პერიოდი ამ რაიონს და მის სიყვარულს უკავშირდება. სწრაფად გაირბინა უდარდელი ბავშვობის წლებმა, რომლებიც მერე უკვე მუქ რეალობაში […]

ექვთიმე თაყაიშვილის ჰეროიკულ-სევდიანი საგა

ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა ღრმად მოხუცი. მის ნეშტს სულ 48 კაცი მიაცილებდა. საქართველოს მაშინდელი უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრს გიორგი ჯიბლაძეს გაოცებით უკითხავს: „ეს რა ხდება, რატომაა ასე ცოტა ხალხი, სადაა ქართველი ინტელიგენცია?“ „ქართველი ინტელიგენცია მხოლოდ ეს ხალხია“, – სინანულით უპასუხია შალვა ნუცუბიძეს… 1863 წლის 5 […]