სამზარეულო

ჭარხლის წვნიანი კარტოფილით

საჭირო პროდუქტი: 2-3 თავი ჭარხალი, 3-4 კარტოფილი, 2-3 სტაფილო, 1-2 თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი, მწვანილი – ქინძი, ოხრახუში, კამა; მცენარეული ზეთი, მარილი, უცხო სუნელი, წიწაკა – გემოვნებით. 20%-იანი ნაღები ან არაჟანი – სურვილისამებრ.

მომზადების წესი: ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გაფცქვენით. ჭარხალი ან პატარა კუბებად დაჭერით, ან გახეხეთ (ასე უკეთ მოიხარშება). პატარა კუბებად დაჭერით კარტოფილი და სტაფილო (ამ უკანასკნელის გახეხვაც შეგიძლიათ), ასევე, დაჭერით ხახვი. ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი. ცხელში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი. მცირე ხანს ურიეთ და დაუმატეთ სტაფილო. სტაფილო და ხახვი რომ მოიშუშება, დაუმატეთ გახეხილი ჭარხალი და კარტოფილი. დაასხით ადუღებული შეგრილებული წყალი. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი. დაახლოებით 15- 20 წუთში, როცა ბოსტნეული მოიხარშება, გასრისეთ კარტოფილი და დაუმატეთ წვნიანს. შეურიეთ მარილი, წიწაკა და ხმელი სუნელი, დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი. ხარშეთ კიდევ 5-7 წუთი. სუფრაზე არაჟანთან ან მაწონთან ერთად მიიტანეთ.

თუ კრემსუპები გიყვართ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი დააბლენდეროთ და კრემსუპის სახით მიირთვათ არაჟნით ან ნაღებით (თეფშზე თითოეულ ულუფას დაუმატეთ 20-30 გ), კრუტონებთან ერთად (პატარა ნაჭრებად დაჭრილი გახუხული პური). ეს კრემსუპი ცხელ სეზონზე შეგიძლიათ გრილიც მიირთვათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close