ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

დავეხმაროთ ოჯახს საბერძნეთში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ქალის პოვნაში

დღეს, საღამოს 12-ის ნახევარზე, ბერძნულ ტელეარხ ALPHA TV-ზე ეთერში გავა აგელიკი ნიკოლულის ცნობილი გადაცემა Φως στο τούνελ („სინათლე გვირაბში“), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ნათესავები.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაკარგული ქალის სახელი და გვარია იზოლდა ვარდოსანიძე. იგი წარმოშობით ზესტაფონიდანაა და 47 წლისაა, 11 წელია საბერძნეთში ცხოვრობს და გასული წლის სექტემბრიდან დაკარგულად ითვლება. იზოლდა ვარდოსანიძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, ამიტომაც მისმა ნათესავებმა თბილისში მიმართეს საბერძნეთის საკონსულო სამსახურს დახმარებისთვის. საკონსულომ შესაბამისი ინფორმაცია საბერძნეთის პოლიციას გადასცა. პოლიციელებმა იზოლდა ვარდოსანიძე ქალაქის ცენტრში, ომონიაზე აღმოაჩინეს და შესაბამის დაწესებულებაში მიიყვანეს, მაგრამ ის მეხუთე სართულიდან გადახტა; საბედნიეროდ, რბილად დაეცა და მხოლოდ ხელი მოიტეხა. ადვოკატის ჩარევით პოლიციამ ქალი გაათავისუფლა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება. ამჟამად საბერძნეთში იმყოფება იზოლდა ვარდოსანიძის და, რომელიც საკუთარი დედმამიშვილის პოვნას ცდილობს.

დღეს საღამოს აგელიკი ნიკოლულის გადაცემა ამ საკითხს მიეძღვნება. თუკი ვინმესთვის ცნობილია რაიმე ინფორმაცია იზოლდა ვარდოსანიძესთან დაკავშირებით, გთხოვთ თვალყური ადევნოთ დღევანდელ გადაცემას და დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე, რომლებიც გადაცემაში იქნება მითითებული.

აქვე გთავაზობთ დაკარგული ქალის ფოტოსურათს:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close