ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ერთ კაცს ითვლის

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაიომინგის შტატში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა მხოლოდ ერთი ადამიანისგან (?!) შედგება.

დასახლებული პუნქტი 1866 წელს ამერიკული კავალერიის ოფიცერმა ჯონ ბაფორდმა დააარსა და სახელიც მისი გვარის მიხედვით ეწოდა – ბაფორდი (Buford). დასახლების დაარსების მიზანი ამერიკის პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის მშენებელთა დაცვა და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა იყო. დასახლებული პუნქტის მოსახლეობა 2000 კაცს აჭარბებდა, ამიტომ მას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
ამჟამად ბაფორდი ნიუ-იორკი-სან ფრანცისკოს დამაკავშირებელ ავტოსტრადაზე არსებულ ყველაზე მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს – ის ზღვის დონიდან 2438 მეტრზე მდებარეობს.
ცხადია, დროთა განმავლობაში ქალაქმა თავისი ფუნქცია დაკარგა და დღეს იქ მხოლოდ ერთი ადამიანი, დონ სემონსი ცხოვრობს, რომელიც ავტომატურად ქალაქის მერად ითვლება. ის, ასევე, ქალაქში არსებული ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი და ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველია.

დონ სემონსი (ასოშიეიტედ პრესის ფოტო)

სემონსი ბაფორდში საცხოვრებლად 1980 წელს გადავიდა მეუღლესა და ვაჟშვილთან ერთად. მისი მეუღლე  1995 წელს გარდაიცვალა, ხოლო შვილმა ქალაქი 2007 წელს დატოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.

From Wikipedia

2012 წელს ჩატარდა აუქციონი, რომელზეც ქალაქის მთელი მეურნეობა გაიყიდა – ორმა ვიეტნამელმა, რომლებზეც ბევრი არაფერია ცნობილი, ქალაქი 900 ათას დოლარად შეისყიდა. ინვესტორები ბაფორდის მაღაზიაში ვიეტნამიდან იმპორტირებულ ყავას ყიდიან.

კომენტარები