მკურნალი პატიოსანი ქვები

პატიოსან ქვათა სამკურნალო თვისებების შესახებ უხსოვარი დროიდან კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, სარდიონის (სერდოლიკი) შესახებ ჯერ კიდევ X საუკუნის ხელნაწერში – „თვალთაი“, ასეთი ცნობა გვხვდება: „ბრწყინვალების გამომცემელ და ძალი კურნებისაი აქუს“. ესე იგი, ბრწყინვალებას ანუ ენერგიას გამოსცემს და სამკურნალო თვისებები აქვსო. ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ „პატიოსანი ქვა გამოსწოვს ადამიანს სხეულიდან ავადმყოფობას“.

სარდიონი (სერდოლიკი)

მკურნალი მინერალები შეიძლება ვატაროთ სხეულზე, გვქონდეს სამუშაო მაგიდაზე, საძინებელ ოთახში, ბალიშის ქვეშ და ასე შემდეგ…

სხეულზე პატიოსანი ქვების ტარება შესაძლებელია საყურეების, ბეჭდების, სამაჯურის, გულსაკიდის, კრიალოსნის ან გასაღების საკიდის სახით. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მინერალს შესაბამისად სჭირდება ტარება. მაგალითად, ზოგიერთი ფერის აქატი მარჯვენა მხარეს უნდა ვატაროთ, ზოგი – მარცხენა მხარეს. პატიოსანი ქვების ტარება არ შეიძლება ჯიბით ფულთან ერთად, რადგანაც ფული ხელიდან ხელში გადადის და უაყოფითი ენერგია აქვს. ფულთან ერთად მოხვედრილი დადებითი ენერგიის მქონე პატიოსანი ქვა ცდილობს აჯობოს, დაჯაბნოს მისი უარყოფითი ენერგია, ამიტომ „იხარჯება“ და ჭუჭყიანდება.

პატიოსანი ქვის ტარება არც უბის წიგნაკთან ერთად არის მიზანშეწონილი. უმჯობესია, ის ცარიელ ჯიბეში ჩაიდოთ და ხელით ხშირად შეეხოთ.

ჩვენი წინაპრები დაღლილობის შეგრძნების მოსახსნელად მინერალს ადამიანს ფეხის გულზეც აკრავდნენ. ადამიანის ორგანიზმში ჭარბად გამოიყოფა მჟავა, რომელიც ქვედა კიდურებში ჩადის და ადამიანი ფეხებში სისუსტეს გრძნობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია ჩაიკეტა და ჩაკრიდან მისი გასვლა ვეღარ ხერხდება. სწორედ ამის გამო აკრავდნენ ადამიანს ფეხის გულებზე მინერალს, რაც პრობლემას ძალიან მალე ხსნიდა.

გარდა ამისა, მინერალს ანაწევრებდნენ და აკუპუნქტურულ წერტილებზე ნემსების მაგივრად ამაგრებდნენ; წყალშიც დებდნენ და შემდეგ ამ წყალს სვამდნენ. მაგრამ ამ ყველაფერსაც სათანადო ცოდნა სჭირდება. მინერალი ერთი დღის განმავლობაში მარილიან წყალში უნდა ჩადოთ, შემდეგ გამდინარე წყალში უნდა მოათავსოთ, მერე კი აუცილებლად მზეზე უნდა გააშროთ. შემდეგ ვერცხლის კოვზით უნდა აიღოთ, ჭიქა წყლით მარცხენა ხელით უნდა აავსოთ და მინერალი შიგ ჩაუშვათ. მერე ისევ ვერცხლის კოვზით ამოიღოთ და წყალი მარჯვენა ხელით დალიოთ.

ბუნებრივ პატიოსან ქვას მოვლა და სისუფთავე სჭირდება, ამიტომ ქვასთან ერთად ბანაობა აუცილებელია. გარდა ამისა, თვეში 2-3-ჯერ ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი უნდა გახსნათ და ამ მარილხსნარში ქვა კარგად უნდა გარეცხოთ ჯაგრისით, გაატაროთ გამდინარე წყალში და ერთი-ორი საათით მზეზე დადოთ. პატიოსანი ქვა გასუფთავდება და დადებითი ენერგიით დაიმუხტება. ის დიდხანს მოგემსახურებათ არა მარტო როგორც თილისმა და ავი თვალისგან დაგიცავთ, არამედ როგორც მკურნალი, ანუ ხელს შეუწყობს თქვენი ბიოველის გაჯანსაღებას.

ძოწი

გთავაზობთ იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომლებზედაც დადებითად მოქმედებენ ესა თუ ის ბიბლიური თუ არაბიბლიური პატიოსანი ქვები და თავიანთ სამკურნალო თვისებებს განსაკუთრებული სიძლიერით ავლენენ.

ალერგია – ლაზურიტი, სარდიონი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, ქარვა, ჟადეიტი, მარგალიტი, სადაფი, მალაქიტი, ცირკონი, როდონიტი და სხვა.

ანემია – სარდიონი, ობსიდიანი, ჰემატიტი, იაგუნდი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, ტოპაზი და სხვა.

ალკოჰოლიზმი – ამეთვისტო, სალესი ქვა (კვარციანი ქვაქვიშა), ობსიდიანი და სხვა.

ბრონქულ ასთმა – სარდიონი, ლაზურიტი, ქარვა, საფირონი, ტოპაზი, მალაქიტი და სხვა.

მშობიარობას აადვილებს – აქატი, მთის ბროლი (ქარცბი), კვარცი, სარდიონი, ქალცედონი, ქრიზოპრაზი, იასპი და სხვა.

გულისცემის მოწესრიგება – აქატი, სარდიონი, ფირუზი, მთის ბროლი, კვარცი, ბივრილი, ქალცედონი, მალაქიტი, საფირონი და სხვა.

დეპრესია – ქალცედონი, ლაზურიტი, აქატი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, იაგუნდი, მთვარის ქვა და სხვა.

ბრონქიტი – ქარვა, აქატი, პირიტი, გიაცინტი და სხვა.

გულის ტკივილი – აქატი, ქალცედონი, მწვანე იასპი, ქრიზოპრაზი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, იაგუნდი, ქრიზოლითი და სხვა.

გულსისხლძარღვთა სისტემა – აქატი, იასპი ამაზონიტი, ზურმუხტი, ოპალი, ობსიდიანი, იაგუნდი, მთის ბროლი, კვარცი, ქალცედონი, მალაქიტი, საფირონი და სხვა.

ზურმუხტის ყელსაბამი

დამბლა – ტოპაზი, იაგუნდი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი და სხვა.

დიაბეტი – სარდიონი, მარგალიტი, ზურმუხტი, ლაზურიტი, სადაფი და სხვა.

ენაბლუობა – იასპი, ქრიზოლითი, გიშერი, ზურმუხტი, ტოპაზი, იაგუნდი, საფირონი და სხვა.

ეპილეფსია – ამაზონიტი, იასპი, გიშერი, ლაზურიტი, ამეთვისტო, ობსიდიანი, მთვარის ქვა, ტოპაზი, საფირონი, იაგუნდი, ზურმუხტი და სხვა.

ენდოკრინული დაავადებები – სარდიონი, ლაზურიტი, სარდონიქსი (სარდიონის ფრცხილი), ქარვა, ტოპაზი და სხვა.

თავის ტკივილი (შაკიკი) – სარდიონი, ფირუზი, ნეფრიტი, ჟადეიტი, ჰემატიტი, ძოწი, მარჯანი, ქარვა, ლუმაშელი და სხვა.

თვალის დაავადებები – მარკაზიტი (სპარსელები სანთლის ქვას უწოდებენ), აქატი, გიშერი, ლაზურიტი, ქრიზოლითი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, პირიტი, მთის ბროლი, კვარცი, ქალცედონი, ქრიზოპრაზი, ლალი და სხვა.

იმპოტენცია – ჩაროიტი, მთის ბროლი, კვარცი, ლაზურიტი, სარდიონი, აქატი, ოპალი, ობსიდიანი, სარდონიქსი, ქრიზოლითი და სხვა.

ინსულტი – ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, მთის ბროლი, კვარცი, აქატი, იაგუნდი, ტოპაზი და სხვა.

ინფექციური დაავადებები – იასპი, მარგალიტი, სადაფი, ალმასი, ტურმალინი, ზურმუხტი, მთვარის ქვა და სხვა.

კანის დაავადებები – ამაზონიტი, ლაზურიტი, ობსიდიანი, სარდიონი, საფირონი, მარგალიტი, სადაფი, იაგუნდი, მარკაზიტი, სალესი ქვა, ქარვა, მალაქიტი და სხვა.

კანის ფერს აუმჯობესებს – ამაზონიტი, ობსიდიანი, როდონიტი, ზურმუხტი და სხვა.

კუჭნაწლავის ტრაქტი – იასპი, ოპალი, სარდიონი, ზურმუხტი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, იაგუნდი, ამეთვისტო, ტოპაზი, აკვამარინი, საფირონი, ნეფრიტი, ქრიზოლითი და სხვა.

მეხსიერების გაუმჯობესება – ობსიდიანი, აქატი, იასპი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, ზურმუხტი, ტურმალინი, ბივრილი, ლაზურიტი და სხვა.

ნერვული დაავადებები – ამაზონიტი, ქალცედონი, იასპი, ოპალი, ზურმუხტი, იაგუნდი, საფირონი, ლალი, სარდიონი, აქატი, ამეთვისტო, ბივრილი, გიშერი, მარგალიტი, სადაფი და სხვა.

ონკოლოგიური დაავადებები – ლაზურიტი, სარდიონი, მთის ბროლი, კვარცი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, სარდონიქსი, მარგალიტი, სადაფი, ქარვა და სხვა.

პოდაგრა – აქატი, ამეთვისტო, გიშერი, სარდიონი, ქარვა და სხვა.

პროსტატა – აქატი, მთის ბროლი, კვარცი, ოპალი, ლაზურიტი და სხვა.

რევმატიზმი – სარდიონი, საფირონი, სარდონიქსი, ტოპაზი, ძოწი, ლაზურიტი და სხვა.

საერთო სისუსტე – ობსიდიანი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, ჰემატიტი, მთის ბროლი, კვარცი და სხვა.

სისხლის გაწმენდა – წითელი იასპი, ლაზურიტი, ქარვა, მაგნეტიტი, სალესი ქვა და სხვა.

სახსრების ტკივილი – მაგნეტიტი, ჰემატიტი, მარკაზიტი, ძოწი, მარჯანი, ტოპაზი, იაგუნდი და სხვა.

უძილობა – ტოპაზი, ფირუზი, ლაზურიტი, ამაზონიტი და სხვა.

უშვილობა – სარდიონი, იასპი, მთის ბროლი, კვარცი, აქატი, ობსიდიანი, ონიქსი, ჩაროიტი, ზურმუხტი, ოპალი, ამეთვისტო და სხვა( ცოლ-ქმარმა ღამეც უნდა ატარონ).

ამეთვისტო

ფსიქიკური დაავადებები – საფირონი, იაგუნდი, ლაზურიტი, იასპი, გიშერი, მარგალიტი, ქარვა, ძოწი, მარჯანი, ტოპაზი, სადაფი, ლუმაშელი და სხვა.

ქალური დაავადებები – იასპი, სარდიონი, ლაზურიტი, მთის ბროლი, კვარცი, ქარვა, ზურმუხტი, ლალი, ამაზონიტი, ამეთისტო და სხვა.

შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთება – გიაცინტი, ნეფრიტი, კვარცი, ლაზურიტი, ძოწი, მარჯანი, გიშერი, ზურმუხტი, ქარვა, ლალი, მარგალიტი და სხვა.

ჩიყვი – ქარვა, ლაზურიტი, ძოწი, მარჯანი, სარდიონი, ლალი და სხვა.

ციებ-ცხელება – ძოწი, ჟადეიტი, ტურმალინი და სხვა.

ჰიპერტონია – აქატი, ქალცედონი, სარდიონი, მთის ბროლი, კვარცი და სხვა.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები