კრიმინალიnewsსაბერძნეთი

კრიმინალური ავტორიტეტის – ლაშა შუშანაშვილის სასამართლო მესამედ გადაიდო

აპრილში ქალაქ თესალონიკში დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესი მესამედ გადაიდო. დაკავებულის ადვოკატებმა ერთ-ერთი მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს და მისი აცილება მოითხოვეს. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ სასამართლო სხდომა 24 მაისისთვის გადაიდო. ეს სხდომის გადადების უკვე მესამე შემთხვევაა.

ლაშა შუშანაშვილის გადაცემას ითხოვს საფრანგეთი, სადაც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული კრიმინალური დაჯგუფების შექმნის ბრალდებით.

თესალონიკში შუშანაშვილის დაკავების დროს პოლიციასა და კრიმინალური ავტორიტეტის დაჯგუფების წევრებს შორის შეტაკება მოხდა. ბანდის ოთხი წევრი თავის ლიდერთან ერთად დააკავეს.

პირველად შუშანაშვილი საბერძნეთში, ქალაქ ათენში 2012 წლის 20 იანვარს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მის გადაცემას ესპანეთისა და საქართველოს ხელისუფლებები ითხოვდნენ, ბერძნულმა სასამართლომ ბრალდებული ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close