რას არ გაიგებ/ფაქტებიnews

წიწილები უფასოდ – გადაყრილი კვერცხებიდან ნაგავსაყრელზე წიწილები გამოიჩეკნენ

ფეისბუქმომხმარებელმა საჰიბ მამედოვმა შაბათს თავის გვერდზე დადო ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ დარბიან ახალგამოჩეკილი წიწილები მარნეულის ნაგავსაყრელზე, რომელიც სასურსათო ბაზართან ახლოს მდებარეობს.

საჰიბ მამედოვი წერს, რომ წიწილები ნაგავსაყრელზე ერთ-ერთი ფერმის მიერ რამდენიმე დღით ადრე გადაყრილი კვერცხებიდან გამოიჩეკნენ. გაუგებარია, რატომ გადაყარეს კვერცხები, ალბათ გაფუჭებული ეგონათ.

ინფორმაცია პირველად „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, რომელთან საუბარში მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა განმარტა, რომ ეს ადგილი ქვიანია, სულ სითბოა და, როგორც ჩანს, ისეთი პირობები შენარჩუნდა კვერცხებისთვის, რომ წიწილები გამოიჩეკნენ.
წიწილებს მალე გამოუჩნდათ პატრონი – მოსახლეობას ისინი სახლში მიჰყავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close