დღის თემავიდეოnews

ბრიტანელი პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი დაქორწინდნენ

19 მაისს უინძორის სასახლის წმინდა გეორგის სამლოცველოში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯვარი დაიწერეს. საქორწილო ცერემონიამ უამრავ ცნობილ ადამიანს მოუყარა თავი. ქორწილის შემდეგ პრინცი ოფიციალურად იწოდება, როგორც მისი სამეფო უდიდებულესობა სასექსის ჰერცოგი, მისმა ახალშერთულმა მეუღლემ კი სასექსის ჰერცოგინიას ტიტული მიიღო.

33 წლის პრინც ჰარის რჩეული, 36 წლის მეგან მარკლი ყოფილი მსახიობი და ფოტომოდელია (იგი უფრო ცნობილია რეიჩელ ზეინის როლით ტელესერიალში „ფორსმაჟორები“, 2011-2018). იგი ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) დაიბადა. მამამისი ჰოლანდიურ-ირლანდიური წარმოშობის თეთრკანიანია, დედა კი – აფროამერიკელი. ამერიკელი მკვლევარი ჰერი ბოიდ რობერტსი ამტკიცებს, რომ მეგანის მამა ინგლისის მეფე ედუარდ მესამის პირდაპირი შთამომავალია. გამოდის, რომ ჰარი და მეგანი მე-17 თაობის ნათესავები არიან.

ბრიტანელი პრინცისთვის ეს პირველი ქორწინებაა, მეგანისთვის კი – მეორე: ჰარისთან რომანის დაწყებამდე, 3 წლის განმავლობაში იგი რეჟისორ ტრევორ ენგელსონის მეუღლე იყო.

შეგიძლიათ სამეფო ქორწილის ცერემონიას მიადევნოთ თვალი ვიდეოს მეშვეობით:

https://www.youtube.com/watch?v=Z50JwfCYD9A

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close