კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკში ძარცვის მცდელობისას ქართველები დააკავეს

ბერძნული მედიის ცნობით, თესალონიკში დაკავებულია სამი ქართველი, რომლებმაც ხარილაუს რაიონში ბინის გაძარცვა სცადეს.

მძარცველებმა ბინიდან ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეზობელმა ისინი შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა. პატრული დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე და მძარცველები დააკავა. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე. იგი ქუჩაში იდგა და, პოლიციის ვარაუდით, თანამზრახველებისთვის სამართალდამცველების გამოჩენის შესახებ შეტყობინება ევალებოდა.

მძარცველებს აღმოუჩინეს სპეციალური მოწყობილობები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია დაკეტილი ბინის კარის გაღება. საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close