მიგრაციამსოფლიოქართველები უცხოეთში

თურქეთში მუშაობის ნებართვის მქონე უცხოელებს შორის ქართველები მეორე ადგილზე არიან

თურქეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად 87 ათასი უცხოელი მუშაობს, მათ შორის 7 ათასზე მეტი ქართველია.


თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წელს 87 ათას უცხოელზე გასცა მუშაობის ნებართვა. დასაქმებულ უცხოელთა შორის უმრავლესობა სირიის მოქალაქეა. სამინისტროს ნებართვით გასული წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობა 20 970-მა სირიელმა დაიწყო. მეორე ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან – 7 317 კაცი. თურქეთში მუშაობის უფლება ასევე მიიღეს ყირგიზეთის, უკრაინის, ჩინეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეებმა.

საგულისხმოა, რომ თურქეთში მუშაობის ნებართვის გაცემა ბოლო წლებში შედარებით გაადვილდა. ყოველ შემთხვევაში სტატისტიკური მონაცემები ამას ადასტურებს. მაგალითად, 2011 წელს მხოლოდ 17 ათას უცხოელზე გაიცა შესაბამისი ნებართვა, ხოლო 2017 წელს ნებართვების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა.

თურქეთში მუშაობის მსურველთა შორის წლების განმავლობაში ქალები ჭარბობდნენ. გაცემული ნებართვების 60-62 პროცენტი ქალებზე მოდიოდა. 2016 წლიდან პირველად მოხდა, რომ მამაკაცებზე გაცემული მუშაობის უფლების რაოდენობამ ქალებისას გადააჭარბა. რაც შეეხება განათლების ცენზს, თურქეთში მომუშავე უცხოელების ნახევარზე მეტს სრული საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს.
ყველაზე მეტი უცხოელი დასაქმებულია სტამბოლში (27 ათასი), ანკარაში (9 900), ანტალიასა (9 800) და იზმირში (4 300).

წყარო:

https://www.csgb.gov.tr/media/7315/yabancilarin-%C3%A7ali%C5%9Fma-%C4%B0z%C4%B0nler%C4%B0-2016.pdf

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close